2020 წლის 9 ნოემბერს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მიმართულებებით კვალიფიციური განათლების მიღების ხელშეწყობას. ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული განვითარების, მეორე მხრივ, კი სასწავლებლის წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისკენ.