ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და მაკედონიის „ევრო-კოლეჯს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მაკედონიაში ნიუ უნის ლექტორებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება ტრენინგები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
მაკედონიის „ევრო-კოლეჯი“ ჩართულია Erasmus+-ის პროგრამაში. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სასწავლებლის Erasmus+-ის პროგრამაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მაკედონიის ,,ევრო-კოლეჯის“დირექტორმა, დოქტორმა ლუბიშა პეტრუშევსკიმ.