ახალი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს რეგიონების სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებთან გრძელდება.
დღეს ნიუ უნის წარმომადგენლებმა ზუგდიდის პირველი, მე-2, მე-9, აფხაზეთის 1-ლი და აფხაზეთის საზღვრისპირა რუხის საჯარო სკოლების, აგრეთვე კერძო სკოლების “ჩირაღდანისა” და “ჯიჯის” უფროსკლასელებს გააცნეს სასწავლებლის ისტორია, აგრეთვე ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტრუქტურა. ზუგდიდში დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.
📚ნიუ უნი წარმატებებს უსურვებს აბიტურიენტებს!