ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — University of Vechta (გერმანია), “Staff Training Week 2026”.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
მობილობის პერიოდი:
08 ივნისი – 12 ივნისი 2026
ადგილების რაოდენობა:
1 ადგილი
პროგრამის მიზანი:
- აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
- ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აკადემიური პერსონალის სტატუსი ნიუუნიში;
- ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო კომუნიკაციისთვის;
- აქტიური ჩართულობა სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობაში.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა).
შერჩევის კრიტერიუმები:
- მოტივაციის ხარისხი;
- კანდიდატის პროფესიული აქტივობა;
- პროგრამასთან შესაბამისობა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დაფინანსება:
მობილობა ფინანსდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მოიცავს:
- მგზავრობის ხარჯებს;
- ყოველდღიურ დაფინანსებას (daily allowance).
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე:
info@newuni.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ Staff Mobility
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 20 აპრილი – 27 აპრილი, 2026 – განაცხადების მიღება
- 29 აპრილი, 2026 | 12:00 სთ. – გასაუბრება (აუდიტორია 301)
დამატებითი შენიშვნა:
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია მობილობის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს მოკლე ანგარიში და გააზიაროს მიღებული გამოცდილება ნიუუნიში.


კომენტარები