ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს ნიუ უნის აფილირებული პროფესორის ნოდარ გრძელიშვილის წიგნის „ევროკავშირის ქვეყნების რეგიონული პოლიტიკა“ პრეზენტაცია.
✔️წიგნი ახალი უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსებით გამოიცა.
✔️წიგნში „ევროკავშირის ქვეყნების რეგიონული პოლიტიკა“ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ჩამოყალიბების ეტაპები, მიზნები და ამოცანები, რეგიონული პოლიტიკის რეგულირება ევროკავშირის ქვეყნებში და აგრეთვე სხვა მინიშვნელოვანი საკითხები.
✔️პრეზენტაციას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებიან ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები, სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.