მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით შედგა სასწავლო პროცეცის მართვის სამსახურისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლების ონლაინ-შეხვედრა პირველკურსელებთან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი წარიმართება/გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში, თუმცა ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები მზად არიან, რათა პირველკურსელთათვის, ისე, როგორც ყველა სტუდენტისათვის, მინიმუმამდე დაიყვანონ სირთულეები და დახმარება გაუწიონ პრობლემის არსებობისას. ამასთან გამოითქვა სურვილი, რომ მალე სტუდენტები დაუბრუნდებიან აუდიტორიებს და წარმატება უსურვეს მათ.
კომენტარები