დღეს ნიუ უნიში ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი. დასმული შეკითხვები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ აკადემიური ხარისხი მომავალი პროფესიის მიმართულებით.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.