კახეთში, სასტუმრო “ლოპოტას” საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს ახალი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო ტრენინგ-შეხვედრა “სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესაბამისად”.

შეხვედრას უძღვება ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე.
საერთაშორისო ტრენინგ-შეხედრაში მონაწილეობენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის, სასწავლო პროცესის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, ექსპერტები.

ლოპოტაზე საერთაშორისო შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება.