ახალი უმაღლესი სასწავლებელი სთავაზობს კურსდამთავრებულებს ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაგზავნას
სწავლების ენა: ჩეხური, ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
ინგლისურენოვან პროგრამაზე დაფინანსების მისაღებად განაცხადის გაკეთების შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება ინგლისური ენის გამართულად ცოდნა. აპლიკანტი აბარებს ონლაინ-ტესტს ინგლისურ ენაში.
აპლიკანტი ვალდებულია შეავსოს ელექტრონული აპლიკაცია საიტზე: http://registr. dzs.cz/registr.nsf არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
პროცედურა: აპლიკანტები ელექტრონულად აგზავნიან შევსებულ აპლიკაციის ფორმას საელჩოში. საელჩოდან მიღებული თანხმობის შემდეგ, გადიან გასაუბრებას საელჩოში, რის შემდეგაც წარმატებული აპლიკანტები ავსებენ დამატებით დოკუმენტებს დაფინანსების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
Tel: 551 222 535
თამთა ხუციშვილი-ბერუაშვილი
Email: International@newuni.edu.ge
tsikhistavinana@newuni.edu.ge
ნანა ციხისთავი