ამ წუთებში ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს ტურიზმისა და მენეჯმენტის აკადემიის დირექტორის, პროფესორ ნოდარ გრძელიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: ,,რელიგიური ტურიზმი”.
სასწავლებლის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას ესწრებიან ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენდები და პროფესორ-მასწავლებლები.