სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 26 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება, 4 ნოემბერს 15:00 საათზე.

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების ვებგვერდის (stajireba.gov.ge ) მთავარ გვერდზე არსებული “აქტივაციის“ პანელის დახმარებით. აქტივაცია შესაძლებელი იქნება 26 ოქტომბერს 10 საათიდან.

გაცნობებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაკანსიის არჩევა ხდება დასწრების პრინციპით.

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755