ერასმუს-ჯორგია ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აძლევს შანსს სტაჟირება გაიარონ ბერლინში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 21 თებერვალი.

“ლიდერები მომავლისთვის” არის სტაჟირების პროგრამა ქ. ბერლინში(გერმანია) ამბიციური ახალგაზრდებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამა მიზნად ისახავს  პროფესიული უნარების განმტკიცებას, საერთაშორისო სამუშაო ბაზრის წარმოჩენას და  პროფესიული ქსელის შექმნას. ბერლინში ყოფნის დროს  სტუდენტები გააძლიერებენ პირად და სოციალურ უნარებს მულტიკულტურულ საზოგადოებაში მრავალფეროვანი საქმიანობის საშუალებით.

მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა პროფესიულ გამოწვევებთან გამკლავებას,  მუშაობის გუნდურ შესრულებაზე ორიენტირებული მეთოდისა და ლიდერის თვისებების განვითარებას.

აუცილებელია ინგლისური ენის ან გერმანულისB1 დონეზე ცოდნა.შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 1 აპრილისათვის

თუ  გაქვთ დამატებით შეკითხვები, დაგვეკონტაქტეთ:application@copernicusberlin.de
დეტალები იხ. აქ: https://en.copernicusberlin.de/internship