გამოცხადდა სტაჟირება ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისში.
სტაჟირება რეგიონული უსაფრთხოების ოფისში
საბუთების მიღების დასაწყლისი: 📅11 მაისი, 2022
საბუთების მიღების დასასრული: 25 მაისი, 2022
აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.
მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში:
მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში:
კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე);
აკადემიური მოსწრების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სარეკომენდაციო წერილი (არ არის სავალდებულო, თუმცა გაამყარებს თქვენს აპლიკაციას).
საბუთები უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: HROTbilisi@State.gov:
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი
გისურვებთ წარმატებას