ევროპის სტუდენტური გაერთიანება (ESU) აცხადებს კონკურსს სტუდენტ ექსპერტთა შესარჩევად 2020/2021 წლისათვის. ევროპის სტუდენტური გაერთიანება (ESU) არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 46 ნაციონალურ სტუდენტურ კავშირს ევროპის 40 ქვეყნიდან. იგი დაარსდა 1982 წელს. მისი მიზანია წარმოადგინოს და დაიცვას სტუდენტთა საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესები ევროპის ისეთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, როგორებიცაა ევროკავშირი, უნესკო(UNESCO), ევროსაბჭო, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელი ჯგუფი.
ევროპის სტუდენტური გაერთიანების სტუდენტ ექსპერტთა კორპუსის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ინსტიტუციურ, თუ პროგრამულ შეფასებებში.
გახდი ევროპის სტუდენტური გაერთიანების სტუდენტ ექსპერტთა კორპუსის წევრი და მიიღე საერთაშორისო გამოცდილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:👇🏻https://www.esu-online.org/