სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „ევროსტუდენტი VII-ის“ ეროვნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს სოციოლოგიურ კვლევას, რომლის მიზანია შეისწავლოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ცხოვრების პირობები.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, რომლებიც სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული კვლევა ტარდება ელექტრონულ პლატფორმაზე: www.eurostudent.eu.

გთხოვთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ კვლევებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბუკლეტები.