ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და ინოვაციურ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ერთის მხრივ, ნიუ უნის სტუდენტების პროფესიული განვითარებისკენ, მეორეს მხრივ კი IPEC-ს წარმატებული საქმიანობისკენ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ახალი უმაღლესი სასწავლებელის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელმა, პროფესორმა ვასილ გონაშვილმა მოაწერეს.
ნიუ უნის რექტორის თამარ გარდაფხძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა IPEC-სა და ახალ უმაღლეს სასწავლებელს შორის. „ეს იქნება სტაჟირება, ტრენინგების პროგრამა ყველა მიმართულებით, რომელიც საინტერესო გახდება ნიუ უნის სტუდენტებისთვის.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აკადემიურ პროექტებსა და ღონისძიებებს. თანამშრომლობის ეტაპები მოიცავს IPEC-ის მხარდაჭერას სასწავლებლის სტუდენტების სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში.