ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და პრაღის მეწარმეობისა და სამართლის კოლეჯთან  2020  წლის 9 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  და  ინსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვით გაცვლითაც  სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლებლის და კოლეჯის ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები. გაცვლითი პროგრამები გათვალისწინებულია ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.