2020 წლის 6 ივლისს შპს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლიივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო/სასწავლო საქმიანობის, სტუდენტების პროფესიული განვითარების, სამართლებრივი კვლევებისა და სამართლის პოპულარიზაციის ხელშეწყობისაკენ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, ერთობლივი ძალისხმევით::
- დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, თემატურ სემინარებს, კონფერენციებს, დისკუსიებსა და ტრენინგებს;
- დაგეგმავენ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს;
- ერთობლივი სასწავლო პროექტების ფარგლებში, ერთობლივად მოამზადებენ ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებისათვის მასალებს;
- განახორციელებენ სხვა ღონისძებებს თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად;
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას.
კომენტარები