2020 წლის 30 ივნისს შედგა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების  სამომავლო ერთობლივი  თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ბატონი რატი ბრეგაძე, რომელმაც გააჟღერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა – თანამშრომელთა ოჯახის წევრებისათვის სწავლის საფასურის 50%-ით დაფინანსების, წარჩინებულთათვის სტიპებდიის დანიშვნის, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვისა და სხვათა შესახებ.

ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა თამარ გარდაფხაძემ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახის წევრებს (წელიწადში 10 სტუდენტი) ახალ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში შესთავაზა თანადაფინანსების განსაკუთრებული პირობა, რაც ზემოაღნიშნულ პირებს სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ:

  • პირველი სასწავლო წელი 100 %-იანი შიდა გრანტი;
  • შემდეგი სამი სასწავლო წელი – 50%-იანი შიდა გრანტი.

დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობა და უმოკლეს ვადებში მემორანდუმის გაფორმება.