ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან, რომელზეც ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა წარმოადგინა მონო-სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან.
დიდი მსახიობის 85 წლის იუბილესთან და სცენაზე მოღვაწეობის 62 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილ მონო-სპექტაკლს ესწრებოდნენ ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, რექტორატის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.