ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტთა წახალისების, სტიპენდიებისა და შეღავათების განსაზღვრის წესისა და სასწავლებელში მოქმედი სტუდენტის ეთიკის კოდექსის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი თამარ კოპალეიშვილი, გაიმართა Zoom აპლიკაციის მეშვეობით.