ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია. დამატებით გაცნობებთ, რომ 12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.

სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში:

  • ეკონომიკა/ფინანსები;
  • საინჟინრო;
  • სამშენებლო;
  • სოფლის მეურნეობა;
  • მათემატიკა/სტატისტიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • გარემოს დაცვა;
  • ენერგეტიკა.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე:

www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2

კარიერული განვითარების ცენტრი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური გისურვებთ წარმატებას!