ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას!  გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 17 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის – პასპორტის ასლი (დედანის წარმოდგენით);
3. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე და ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
5. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბანკის ქვითარი)
საბანკო რეკვიზიტები
“ბაზის ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE08BS0000000046636940
🔗ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ
+995 592 11 11 00
+995 593 91 28 91
info@newuni.edu.ge
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ
გისურვებთ წარმატებებს! 👨‍💼👩‍💼💙
მის: გ.ჭყონდიდელის 56, თბილისი, საქართველო