მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2021 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18.00 საათამდე.
ნიუუნიში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
გ) 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
დ) სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტ(ებ)ი (უსდ-ს მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული);
ზ) სასწავლო ბარათი (შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით, დამოწმებული);
თ) უცხო ქვეყნის საგანმნათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლი).
ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა იხილედ ბმულზე:
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ
📞 +995 592 11 11 00
📞+995 593 91 28 91
📧 info@newuni.edu.ge
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ