სწავლის შეფასების სისტემა
აპელაცია
საქართველოს მასშტაბით, ყველა სტუდენტი რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც დიდ, ასევე მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებზე. ბილეთები, რომლის ღირებულება შეადგენს 5 ლარს, შეზღუდული რაოდენობით იყიდება და მათ შესაძენად სტუდენტური ბარათის წარდგენაა საჭირო.
Read More2021 წლის 4-5 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის.
ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს, იგი 30 წლიან გამოცდილებას ითვლის რუმინეთის საგანმანათლებლო სივრცეში.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის Zoom აპლიკაციის მეშვეობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება, რომელსაც უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.
Read Moreგაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის N481 დადგენილებით, 4 ოქტომბრიდან „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სასწავლო პროცესის გააგრძელებს ჰიბრიდული მეთოდით …
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა აფილირებული ასოცირებული პროფესორის, თინათინ ზალდასტანიშვილის სახელმძღვანელო „რელიგია და კულტურა“ (გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2021). სახელმძღვანელო ეხება მსოფლიოსა და ეროვნული კულტურისა და რელიგიის ურთიერთობას ისტორიული განვითარების პროცესში.
Read More2022-2023 ფულბრაიტის მეცნიერთა პროგრამაში მონაწილეობა ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი, 18:00 საათი (ადგილობრივი დროით საქართველო) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს ფულბრაიტის ყოველწლიურ კონკურსს ქართველი მეცნიერებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისათვის.
Read Moreსაქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, 2021 წლის 28 სექტემბერს ახალგაზრდებთან (16-დან 29 წლის ჩათვლით) ჩატარება ონლაინ ფორუმი – „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად!“
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნიში მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით, სტუდენტებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ელექტრონული მართვის სისტემით სარგებლობის წესისა და ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის გამოყენებასთან დაკავშირებით.
Read More
კომენტარები