ესტონეთის მეწარმეობისა და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (EUAS)

აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) ორწლიან სტიპენდიას სტუდენტისთვის საქართველოდან.

სტიპენდია განკუთვნილია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების IBA სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისათვის,

ესტონეთის მეწარმეობისა და გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (EUAS)

სწავლას  იწყებს 2022 წლის თებერვალში, გაზაფხულის სემესტრში,

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის მიღების პროცესში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი;
  • 2022 წლის თებერვლიდან ისწავლოს IBA-ს სამაგისტრო პროგრამის დასწრებულ სექტორზე;
  • სწავლა შესაძლებელია ასევე თვითდაფინანსებით.

სტიპენდიის ოდენობა

  • წარმატებულ კანდიდატს გადაეცემა სტიპენდია /მოიცავს სწავლის სრულ საფასურს და ყოველთვიურ სტიპენდიას/;
  • სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა გაზაფხულის სემესტრისთვის და გაგრძელდება სტუდენტის მიღწევების მიხედვით.
  • 2 წლის ჯამური თანხაა 18 468 ევრო (სწავლის საფასური 10 868 ევრო; განსახლებისა და ცხოვრების ღირებულება 7600 ევრო).
  • თვითდაფინანსება 972 ევრო.

მონაწილეობისათვის განაცხადის  ფორმა – https://www.euas.eu/#2500_href~.საქართველოდან ყველა აპლიკანტი, ავტომატურად განიხილება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოტენციურ სტიპენდიანტად. სტიპენდია ენიჭება საუკეთესო აპლიკანტს რეიტინგის მიხედვით. დამატებითი შეკითხვებით დაუკავშირდით მისაღებ დეპარტამენტს მისამართზე : admissions@euas.eu.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.