ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიმდინმარე წლის 16 ნოემბრიდან დასაქმების კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის პირველი სტუმარი იყო ბაზისბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბაქრაძე, შეხვედრას შემოუერთდა ქეთევან სილიკაშვილი – ბაზისბანკის HR მიმართულების წარმომადგენელი. ბაზისბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია დასაქმების პირობების, შერჩევის კრიტერიუმების, განაცხადის გაკეთების თავისებურებებისა და საყურადღებო დეტალების თაობაზე,
Read Moreნაზარბაევის უნივერსიტეტი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებს იწვევს კონსულტაციებზე დეტალური პასუხის მისაღებად, უნივერსიტეტში მიღებისა და სწავლის შესახებ. ინდივიდუალური კონსულტაციები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმით, ხანგრძლივობა 20 წუთი. კონსულტაციისას უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უპასუხებენ დასმულ კითხვებს.
Read Moreესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან. საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს ლარის ოდენობით.
Read Moreსტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მართავს დასაქმების კვირეულს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები/წარმომადგენლები ნიუუნის სტუდენტებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რაც მათ გაუადვილებს დასაქმებას.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძე-ს ულოცავს გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლაში წარჩინებული სწავლისათვის ოქროს მედლით დაჯილდოებას.გვახარებს, რომ მას დღეს ნიუუნელი ჰქვია.
Read Moreესტონეთის მეწარმეობისა და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (EUAS)
აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) ორწლიან სტიპენდიას სტუდენტისთვის საქართველოდან.
სტიპენდია განკუთვნილია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების IBA სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისათვის,
Read More28 ოქტომბერს, კიკვიძის პარკში გაიმართა დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება”.
ღონისძიების მიზანი იყო სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი კომპანია უკვე აქტიური ვაკანსიებით.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით, ამა წლის 4 ნოემბერს, ხუთშაბათს, 15 საათზე Zoom – ის აპლიკაციით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრას წარუძღვება ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნანა ციხისთავი.
Read Moreმიმდინარე წლის 25 ოქტომბერს შედგა საინფორმციო შეხვედრა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017-ის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის”ფარგლებში. შეხვედრაზე კონსორციუმის წარმომადგენელმა, ლიცენზირების კოორდინატორმა მარიკა ჟორჟოლიანმა – ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სევისების შესახებ, რომელთა სარგებლობის უფლებაც აქვს ზემოხსენებულ პირებს.
Read More2021 წლის 23 ოქტომბერს სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში ბიო-მეურნეობათა ასციაციის ,,ელკანა’’-მ, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ,,პურის ფესტივალი’’ ჩაატარა. ფესტავალს ,,საქართველოს ტურიზმის ასოციაციის’’ ორგანიზებით ,,ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი’’-ს სტუდენტები ანუკი შავერდაშვილი, მარიამ მაისურაძე და ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი დაესწრნენ.
Read More
კომენტარები