ახალი  უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიმდინმარე წლის 16 ნოემბრიდან დასაქმების კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის პირველი სტუმარი იყო ბაზისბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბაქრაძე, შეხვედრას შემოუერთდა ქეთევან სილიკაშვილი  – ბაზისბანკის HR მიმართულების წარმომადგენელი.

ბაზისბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია დასაქმების პირობების, შერჩევის კრიტერიუმების, განაცხადის გაკეთების თავისებურებებისა და საყურადღებო დეტალების თაობაზე, შესთავაზეს კონკრეტული მიმდინარე ვაკანსიები, რომელთა შეთავსებაც შესაძლებელია სასწავლო პროცესთან. აგრეთვე,  2022 წლის დასაწყისში საქმიანობის ახალ მიმართულებაში – კონკრეტული ერთი პროდუქტის გაყიდვის პროცესში – ექსკლუზიურად ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტების დასაქმება და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივა. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში Zoom აპლიკაციით.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში სტუდენტები ასევე შეხვდებიან სხვადასხვა პოტენციურ დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.