სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენციაზე „ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“ კონფერენცია გაიმართება 2022 წლის 16 დეკემბერს. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული; კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი; კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით; თეზისები მიიღება 2022 წლის 1 დეკემბრამდე.

Read More

შეხვედრა პლაგიატის პრევენციის შესახებ

2022 წლის 4 ნოემბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის პრევენციის შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა სასწავლებლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი. შეხვედრას ესწრებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური/მოწვეული პერსონალი.

Read More

ნიუუნის სტუდენტი გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ვეხტას უნივერსიტეტში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი – ანა მაისურაძე 2022 წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფება ვეხტას უნივერსიტეტში /გერმანია/.
ანა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას:

Read More

ერასმუს +ის დაფინანსება

ვეხტას(გერმანია) უნივერსიტეტი პირველია ახალი უმაღლესი სასწაწავლებელი – ნიუუნის პარტნიორებს შორის, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებშიც მოვიპოვეთ ერასმუს + – ის დაფინანსება 2022-2025 წლებში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდება  ნიუუნის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 10  წარმომადგენლის მობილობა ვეხტას უნივერსიტეტში.

Read More

საინფორმაციო შეხვედრა ეთიკის კომისიის საქმიანობის წესთან დაკავშირებით

2022 წლის 28 ოქტომბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ეთიკის კომისიის საქმიანობის წესთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე სეხნიაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ეთიკის კომისიის მუშაობის წესი, გასაჩივრების პროცედურა, ეთიკის კომისიის შემადგენლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუუნის სტუდენტები.

Read More

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების და რაოდენობების შესაბამისად:

ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი –  3  საშტატო ერთეული.

Read More

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები
აკადემიური საბჭოს წევრები ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტიდან არიან:

Read More

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა ადმინისტრაციულ პერსონალთან და დამსაქმებლებთან

მიმიდნარე წლის 24 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა გამართა ნიუუნის პერსონალთან და დამსაქმებლებთან.

Read More

სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის გაფართოებული სხდომა

2022 წლის  21 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების (7-წლიანი) და სამოქმედო (3-წლიანი) გეგმებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის გაფართოებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ უსდ-ს, როგორც აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, ისე სტუდენტები.

Read More

ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება და საერთაშორისო ურთიერთობები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ტორუნის (პოლონეთი)  ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების და საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით, 2022 წლის 13 ოქტომბერს ნიუუნის სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვიცე დეკანი, დოქტორი არანკა იგნასიაკ-შულცი.

Read More