მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე მომუშავე ჯგუფის ჩართულობით, ჩატარდა სტრუქტურული ერთეულების წლიური ანგარიშების პრეზენტაცია. შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა განიხილეს 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და გასაუმჯობესებელი მხარეები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული პერსონალი, პროგრამის ხელმძღვანელები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო…
Read More2022 წლის 16 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში ჩატარდა სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია “ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები” 2022. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო, მამოტივირებელი საჩუქრები, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ გამარჯვებულები. კერძოდ:
Read Moreგერმანიაში სეზონური დასაქმება!
პროგრამის ხანგრძლივობა 2-3 თვე .(ზაფხულის არდადეგებზე)
ვაკანსიის აღწერილობა:
სხვადასხვა პროდუქტების საწყობი-(ფარმაცევტული, კვების პროდუტები) რესტორანი, კაფე (მომსახურება)
ხელფასი – საათში 10-15 ევრო( შესაძლებელია ბონუსების და პრემიის აღებაც)
საათების რაოდენობა -კვირაში 35-40 საათი (შესაძლებელია ცვლებში მუშაობა)
საცხოვრებელი უზრუნველყოფილია- 13 ევრო დღე-ღამეში.
ტრანსპორტირება სახლიდან სამსახურამდე უზრუნველყოფილია- 5 ევრო დღეში.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ რიგით მეხუთე ღინისძიებაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა“ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ წარსდგა პრეზენტაციით – ნიუუნი ფესტივალზე – „მსოფლიო ფლორენციაში”.
Read Moreთურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეთავაზებული 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ქართველ სტუდენტებს, კურსდმთავრებულებსა და მეცნიერებს. პროგრამა სტუდენტებს საქართველოდან სთავაზობს სტიპენდიებს თურქეთის უნივერსიტეტებში (სახელმწიფო/კერძო), ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სხვადასხვა დარგში. სტიპენდია ფარავს თურქეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;
Read Moreამ წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საკრებულოში “საქართველოს უნივერსიადა 2022”-ის, “ევროპის უნივერსიადა 2022”-ისა და “მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში” გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორატისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/. ფესტივალის ფარგლებში, ნიუუნის შუამდგომლობით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია – სტუდენტები და პერსონალი, რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, – იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/. ფესტივალზე ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, აფილირებულმა პროფესორმა ნანა ციხისთავმა წარადგინა სამცხე-ჯავახეთის მხარე.
Read Moreვულოცავთ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს,
ეკონომიკის დოქტორ ნოდარ გრძელიშვილს ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვებას.
კომენტარები