კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

2026 წლის 21–22 აპრილს ნიუუნიში გაიმართა ERIC-GE-Erasmus+ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ადგილობრივი ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და შეფასების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდების დანერგვის გზით.

Read More

რუმინელი პროფესორი სტუმრად ნიუუნიში

Erasmus+ მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში იმყოფება რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ბუქარესტი, რუმინეთი)   პროფესორი კატრინელ რაკულა დრიდეა.
შედგა შეხვედრა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორთან, პროფ. თამარ გარდაფხაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, პროფ. ნანა ციხისთავთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.

Read More

სასწავლო ვიზიტი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში

გერმანიაში მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე, უნივერსიტეტის პროფრსორები და სტუდენტები. შეხვედრაზე რექტორმა დეტალურად ისაუბრა ნიუუნისა და LMU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. ნიუუნის დელეგაცია ორშაბათს დაბრუნდება საქართველოში.

Read More

ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Euro College – PVPU Euro College – Kumanovo, ჩრდილოეთ მაკედონია
 კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების აფილირბულ აკადემიურ პერსონალს.

Read More

ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — University of Vechta (გერმანია), “Staff Training Week 2026”.
 კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.

Read More

აკადემიური სტანდარტების იმპლემენტაცია სტუდენტურ კვლევით საქმიანობაში

თანამედროვე უმაღლესი განათლების სივრცეში აკადემიური წერა არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ პროცესს; ეს არის კვლევითი აზროვნების ვიზუალიზაცია და სამეცნიერო დისკურსის სტრუქტურირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ამ მიზნით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი „ნიუუნის“ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარებული ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე,  სრულად დაეთმო სამეცნიერო და წერითი ნაშრომების გაფორმების სტანდარტების სიღრმისეულ ანალიზსა და პლაგიატის პრევენცის გზებს.

Read More

ნიუუნი რეგიონის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი HE Higher Education Ranking – 2026 Edition-ში, 507 მონაწილე უნივერსიტეტიდან, 385-ე პოზიციაზეა. ეს შესანიშნავი შედეგი ასახავს ნიუუნის ურყევ ერთგულებას აკადემიური წარმატებისა და ინოვაციების მიმართ.

Read More

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საკონკურსო ვაკანსიები:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:…
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:… 

Read More

ნიუუნი უკლანის უნივერსიტეტში!

2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტამდე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი იმყოფებოდა უკლანის უნივერსიტეტში (ქ. ლარნაკა, კვიპროსი). ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანთანს საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე…

Read More

ERASMUS+ CBHE გამარჯვებული პროექტი ERIC GE – კონსორციუმის პირველი შეხვედრა

მიმდინარე წლის 18–19 თებერვალს, ინსტიტუტმა ტექინფორმმა, როგორც პროექტის კოორდინატორმა ორგანიზაციამ, ორ დღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიება გახსნეს ინსტიტუტ ტექინფორმის დირექციის წარმომადგენლებმა – პროფ. მარიამ რაზმაძემ და პროფ. ნელი მახვილაძემ, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. კარლო კოპალიანმა და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა.

Read More