2023 წლის 12 იანვარს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯის რექტორმა, პროფესორმა ნათია გოცაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური  კადრებით შრომის ბაზრის უზრუნველყოფა, პროფესიული პოტენციალის რეალიზება, განათლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის სისტემის  ფორმირება; ერთობლივი მიზნობრივვი პროგრამების/პროექტების, კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა, შემუშავება და განხორციელება…

ამ ორი ახალგაზრდა უნივერსიტეტის  ურთიერთთანამშრომლობა ორიენტირებულია სტუდენტებისა და პერსონალისათვის ბევრ საინტერესო სიახლეზე.