2019 წლის 11 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, ქ-ნ თამარ გარდაფხაძემ ხელი მოაწერა სასწავლებლის აფილირებას რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.

რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი არის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ინიციატორი მსოფლიო მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გლობალურ სამყაროში. აღნიშნულ ფონდს აქვს ტურიზმის მენეჯმენტის წარმატებული პროგრამა,რომელიც ამზადებს სპეციალისტებს და უტარებს სპეციალიზებულ ტრენინგებს, როგორც აკადემიურ პერსონალს ასევე სტუდენტებს. აღნიშნულ ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაიყვანს ახალ უმაღლეს სასწავლებელს ევროპის ინსტიტუციებზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი ახალ უმაღლეს სასწავლებელს სთავაზობს:
 ფონდის მიერ ორგანიზებულ კურსებზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასწრებას (ცხოვრება ტურიზმის მიღმა);
 საერთაშორისო კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზე დასწრებას, სპეციალური პირობებით;
 საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში სტუდენტების მონაწილეობას საგანზე – ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება/მენეჯმენტი;

 ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობას ფონდის სხვადასხვა აქტივობებში, ფლორენციაში;

 უფასო ხელმისაწვდომობას ფონდის ონლაინ პუბლიკაციებზე;
 სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის განთავსებას რომუალდო დელ ბიანკოს საიტზე და შესაბამისად, სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ხილვადობას;
 სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვას.

Spread the love