2023 წლის 12-16 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობების კვირეულში, რომლიც მასპინძელიც იყო ფეჰტას უნივერსიტეტი (გერმანია). ფეჰტას უნივერსიტეტს კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ ურუგვაის, ალბანეთის, ელ-სალვადორის, კოსოვოსა და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრები გაიმართა ფეჰტას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, ვიცე-პრეზიდენტთან და ცალკეულ სამსახურებთან: საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურთან, ადამიანური რესურსების დეპარტმენტთან, სტუდენტებისა და აკადემიური საქმიანობის სამსახურთან, საუნივერსიტეტო დაგეგმარებისა და ხარისხის განვითარების სამსახურთან, განათლების სკოლასთან, ლტოლვილთა პროექტების სამსახურთან და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურთან. შეხვედრებზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია, მონაწილე მხარეები ეცნობოდნენ ერთმანეთის საქმიანობას და გამოცდილებას.
შედგა ფეჰტას უნივერსიტეტთან არსებული მეცნიერების ჰაბის პრეზენტაცია, კვირეულის მონაწილეთა პრეზენტაციები, რომლებშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი ფეჰტას პარტნიორი უნივერსიტეტების საქმიანობა.
Erasmus + აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.