2023 წლის 23 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სტუდენტთა მე-10 საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე საინტერესო, აქტუალური მოხსენებებით წარსდგნენ ნიუუნის და მისი პარტნიორი სხვადასხვა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები.

ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ სპეციალური პრიზი – მოგზაურობა აბუდაბიში ნიუუნის დაფინანსებით გადასცა ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს – ლიკა ლორთქიფანიძეს /პირველი ადგილი/ და ილია მათიაშვილს /მესამე ადგილი/, აგრეთვე მათ ხელმძღვანელებს – ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ მანანა ნანიტაშვილს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით გეფერიძეს.