ამ წუთებში ავსტრიაში, ვენის მოდულის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს ახალი უმაღლესი სასწავლებლის ტრენინგი თემაზე „სწავლების ინტერაქტიული მეთოდები“.
ტრენინგი გახსნა ნიუ უნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ. სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე ტრენინგს ატარებს პროფესორი ეკატერინე ნაცვლიშვილი. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლები, ნიუ უნის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
დღის ბოლოს ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.