2019 წლის 4 ნოემბერს ვენის მოდულის უნივერსიტეტში გაიმართა ახალი უმაღლესი სასწავლებლის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა მოდულის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და ადმინისტრაციასთან.​
ნიუ უნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მოდულის უნივერსიტეტის რექტორმა კარლ ვიუბერმა​ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ:​
  • უსდ-ს სტუდენტთა და აკადემიური პესრონალის​ მობილობა;
  • უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  • ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება;
  • საზაფხულო სკოლების შეთავაზება და სხვ.
შეხვედრაზე აგრეთვე დაიგეგმა უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.