საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე – ნარჩენების მართვა, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

ესსეების კონკურსი თემაზე  ბიომრავალფეროვნება;

ესსეების კონკურსი თემაზე  ნარჩენების მართვა ;

ესსეების კონკურსი თემაზე  სამედიცინო ნარჩენები და პანდემია .