ბრიტანეთი საბჭო პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში აწყობს უმაღლესი განათლების თემაზე დიალოგების სერიას საქართველოში, ბრიტანეთში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედ უნივერსიტეტებს შორის.

აღნიშნული ვებინარები უნივერსიტეტებს ეხმარება დაუკავშირდნენ ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გაუზიარონ თავიანთი წარმატებული გამოცდილება თუ გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოვიდ-19 კრიზისის დროს დადგნენ.  ვებინარები ასევე მოიცავს იმ პრობლემების მიმოხილვას, რომელთა პირისპირაც მრავალი უნივერსიტეტი აღმოჩნდა დისტანციური სწავლების, ონლაინ მეცადინებების ხარისხის უზრუნველყოდის, სტუდენტთა მობილოის და კვლევითი თანამშრომლობის თვალსაზრისით კარანტინის დროს.

  1. არიან თუ არა მზად უნივერსიტეტები ტექნოლოგიების ეფექტურად გამოსაყენებლად“ – ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=7m5fC6uUi0g
  2. დარჩა თუ არა წარსულში კამპუსები?“ – ვებინარის  ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე  https://www.youtube.com/watch?v=zLgRiXs4jRg
  3. როგორ მოხდება ონლაინ შეფასება უნივერსიტეტებში? “- ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:  https://www.youtube.com/watch?v=5V–pcCg3k4&feature=youtu.be
  4. როგორი იქნება ონლაინ სწავლების მოდელები მომავალში?ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=xKV_O_FXlOk&feature=youtu.be
  5. როგორ უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტებმა სტუდენტების ჩართულობა და მათი მოტივირება? ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:       https://www.youtube.com/watch?v=jYCYMVuA05g&feature=youtu.be

ინფორმაციისთვის დანართის სახით გთავაზობთ ონლაინ ბროშურას,  რომელიც სპეციალურად შეიქმნა ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ დიალოგების  სერიისთვის. აქ თავმოყრილია რეზუმეები, როგორც შემდგარი დიალოგის შესაბამისი ჩანაწერების ლინკებით, ისე მომავალი ვებინარების ლინკებით.

დიალოგები ივლისის ბოლომდე ყოველკვირეულად გაიმართება.

ბროშურა შეიქმნა იმისთვის, რომ  დიალოგები უფრო მეტად საინტერესეო და ინტერაქტიური გახდეს, რადგან მომავალი ვებინარების რეზუმეები სამიზნე აუდიტორიას მისცემს საშუალებას წინასწარ გამოაგზავნოს კონკრეტული შეკითხვები თითოეულ თემასთან დაკავშირებით, რომლებსაც მომხსენებლები აუცილებლად უპასუხებენ. მომდევნო ვებინარის / ვებინარების თემებთან  დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები შეგიძლიათ  გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org  ნებისმიერ დროს  ვებინარის ლაივამდე მაქსიმუმ ერთი დღით ადრე.

გისურვებთ წარმატებას!