22 მაისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მონაწილეობით, ჩატარდა ვორქშოპი “კვლევები თანამედროვე ფსიქოლოგიაში”. ვორქშოპის მოდერატორი გახლდათ ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნონა ახალაშვილი. ვორქშოპზე მოწვეული იყო საკონსულტაციო ტრენინგ-ცენტრის დამფუძნებელი, ფსიფოლოგი, ფსიქოთერაპევტი ვერიკო გოჯიაშვილი. ვორქშოპის დაწყებამდე მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ნიუუნის რექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე.
ვორქშოპი წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით. მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები.