ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წიგნის ფესტივალი — „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ეძღვნება, თსუ-ს ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.
მასშტაბურ საგამოფენო სივრცეში აქტიურად არის წარმოდგენილი „ახალი უმაღლესი სასწავლებელი — ნიუუნი“. „ნიუუნიმ“ საზოგადოებას საკუთარი ეგიდითა და სრული დაფინანსებით გამოცემული ბეჭდური გამოცემები წარუდგინა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ახლად გამოცემულმა სახელმძღვანელომ — „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევმა“ დაიკავა.
აღნიშნული სახელმძღვანელო ნიუუნის პროფესორის, დავით გეფერიძისა და აფილირებული ასისტენტის, ქეთევან კვიცარიძის ავტორობით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
„ნიუუნი“ კვლავაც სტაბილურად აგრძელებს საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას, მეცნიერების მხარდაჭერასა და სტუდენტებისთვის მაღალხარისხიანი, თანამედროვე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.


კომენტარები