2021 წლის 29 აპრილს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ეკონომიკის უნივერსიტეტ – ვარნას (ბულგარეთი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აკადემიური და სამეცნიერო კუთხით ითანამშრომლებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზება; სამეცნიერო და საგანმანათლებლო, აკადემიური და სასწავლო-მეთოდური მასალების, სამეცნიერო სტატიებისა და კონფერენციის მასალების მომზადება და გამოცემა; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობის ორგანიზება; როგორც აკადემიური, ისე სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა.
ეკონომიკის უნივერსიტეტი – ვარნა (ბულგარეთი) ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია.