მიმდინარე წლის 4 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის წარმომადგენლებს შორის საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ქვემო ქართლში, ის აქტივობები, რომლებსაც ახორციელებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით. კერძოდ, ქვემო ქართლის ადმინისტრაციისა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტების, პროფესორ – მასწავლებლების ჩართულობით, ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა საინფორმაციო მასალა და განთავსდა რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის მოძრაობის – – „ტურიზმი საზღვრების გარეშე“ მსოფლიოს ტურისტულ პორტალზე, სადაც აგრეთვე წარმოდენილია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის კახა კობერიძისა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორის თამარ გარდაფხაძის ვიდეო-მიმართვა.
შეხვედრისას, მიმდინარე წლის ნოემბერში, რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის მიწვევით, დაიგეგმა ვიზიტი ფლორენციაში /იტალია/ გამოფენაზე – „ფლორენცია მსოფლიოში, მსოფლიო ფლორენციაში“ .
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა და აქტივობები ხორციელდება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ზემოაღნიშნულ მხარეებს შორის უკვე არსებული/გაფორმებული მემორანდუმებისა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.