ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკლუტეტზე არსებული საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობა,
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და საქართველოს დემოკრატიული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით შათირიშვილმა.