დღეს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და „ახალი თაობა უკეთესი მომავლისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკლუტეტზე არსებული საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადება და ხელის შეწყობა,
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და „ახალი თაობა უკეთესი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ ზვიად ბუცხრიკიძემ.