ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და ა(ა)იპ “ტურიზმის გეოინფორმაციულ ცენტრს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკლუტეტზე არსებული შესაბამისი პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და “ტურიზმის გეოინფორმაციულ ცენტრის” თავმჯდომარემ, პროფესორმა კონსტანტინე აბულაძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები.