დღეს ახალ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “ეტალონი”, სადაც ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობების და ტურიზმის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე გამოგვივიდა რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორებს, მიყვარხართ და მეამაყებით თითოეული თქვენთაგანი განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თამარ გარდაფხაძეს გვერდით დგომოსთვის.
მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და 1,2,3 ადგულზე გასულ სტუდენტებს საინტერესო წიგნები. ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
🥇– ბარნაბა ჭაავა
🥈– გიორგი ასათიანი
🥉– ანა ადვაძე