ამ წუთებში ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და შპს „აზერი სთუდენთ-ს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია პიროვნების ინტელექტური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზება, ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკლუტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობა, მათი საზღვარგარეთ, შპს აზერი სთუდენთის (Georgian Academic Abroad) პარტნიორ უმაღლეს და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე კონსულტაციის გაწევა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და შპს „აზერი სთუდენთს-ის“ წარმომადგენელმა ლიანა კოლხიტაშვილმა