კონფერენცია ჩატარდება ორ ეტაპად. „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“, „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და “შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” ორგანიზებით.

კონფერენციის პირველი დღის სამუშაო თემატიკაა ციფრული ტრანსფორმაცია: სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის როლი ინოვაციების განვითარების, ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების სფეროში. კონფერენციის მეორე დღის თემაა: უნივერსიტეტები და IV ინდუსტრიული რევოლუცია – გამოწვევები და პერსპექტივები. სამუშაო საკითხები: უნივერსიტეტის როლის ტრანსფორმაცია “ცოდნის ეკონომიკის” კონტექსტში, უნივერსიტეტის როლი ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში, თანამედროვე ტექნოლოგიები საუნივერსიტეტო
სწავლა/სწავლების პროცესში. კონფერენცია ითვალისწინებს რამდენიმე ფორმატს: პრეზენტაციები, ქეისების განხილვა და პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სააგენტოების (რუსთაველის ფონდი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), უნივერსიტეტის, ICT კლასტერისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

მოხსენების ხანგრძლივობა: 10-15 წთ
კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ასევე, შესაძლებელია კონფერენციაზე მსმენელის სტატუსით დასწრება და მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი
ინსტიტუცია
კონფერენციის ფარგლებში გამოცხადებული თქვენთვის საინტერესო თემატიკა, რომლის ფარგლებშიც ფიქრობთ მოხსენების გაკეთებას თქვენი მოხსენების სამუშაო სახელწოდება

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 27-28 ივნისი