მიმდინარე წლის 20 მაისიდან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული პროფესორები გულნარა იმედაშვილი და ნანა ციხისთავი Erasmus + მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში იმყოფებიან პარტნიორ უნივერსიტეტში — Euro College – PVPU Euro College – Kumanovo (ჩრდილოეთ მაკედონია).
Euro College-ის სტუდენტები ესწრებიან ლექციებს, აქტიურად არიან ჩართული დისკუსიებში მაკედონიისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების, ისტორიული წარსულისა და რელიგიის საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები Euro College-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან.